„რატომ მიემგზავრება ბაიდენი მაინცდამაინც პოლონეთში? თუმცა ჩვენ ეს არ გვაღელვებს. სურვილი თუ აქვს, გადაეცით, ჩვენ მზად ვართ, მინსკში მივიღოთ და სერიოზულად ველაპარაკოთ."
კომპანია „ბაია ფუდი“ ქართულ ბაზარზე 2009 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ დაფქულ-გადამუშავებული და ნატურალური, მშრალი ხილით გამდიდრებული ფაფების მიმართულებით მომხმარებლის საყვარელ, უკონკურენტო ბრენდად რჩება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 868.7 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 6.5 პროცენტით ნაკლებია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში 118 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა. მათგან 18.6 პროცენტი მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, 17.8 პროცენტი – კახეთის რეგიონში, 14.4 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 12.7 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 11.0 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო 25.4 პროცენტი – სხვა რეგიონებშია განთავსებული.
2022 წელს ქართულ კომერციულ ბანკებში რუსეთის ფედერაციის რეზიდენტმა 109 949-მა პირმა გახსნა ანგარიში. ინფორმაცია აღნიშნულია ეროვნული ბანკის მხრიდან ოპოზიციონერი დეპუტატის, პაატა მანჯგალაძისთვის გაგზავნილ წერილში.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღებას აგრძელებს. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
ტექნოლოგიური მიმართულების გასაძლიერებლად, თიბისის გუნდში სიახლეა. გუნდს შემოუერთდა ტექ-სფეროს პროფესიონალი, იური სემენიხინი, რომელიც ინფორმაციის მართვის დირექტორის (CIO) მოადგილის პოზიციაზე დაინიშნა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რამდენიმე დღეა, მთელი საქართველოს მასშტაბით უპრეცენდენტო დიდთოვლობა და რთული მეტეოროლოგიური პირობებია, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი საქართველოს პარლამენტში შესულ კანონპროექტს გამოეხმაურა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლის თანახმადაც, უნდა შეიქმნას უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის 13 კომპანია, მსოფლიოს 52 ქვეყნის 3 ათასზე მეტ მწარმოებელთან ერთად, მასშტაბურ გამოფენაში „VinExpo Paris“ მონაწილეობდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.