ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევშია. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ადასტურებს.
2023 წლის იანვრის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა.
დღეს გამართული მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.
ბაზისბანკმა, გასული წლის განმავლობაში, ბიზნესის დაფინანსების ტემპი მნიშვნელოვნად გაზარდა, შედეგად, იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელის მოცულობით უმსხვილესი ბანკების სამეულშია.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება. სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.
მადრიდში პოლიციამ ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების 25 წევრი დააკავა. ესპანური მედიის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ჩატარდა. დაკავებულებს ბრალად ედებათ სულ მცირე 14 სახლის ძარცვა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლის რიცხვი 41 020-მდე გაიზარდა. მიწისძვრის ზონებში პოლიციის, ჟანდარმერიის, სასწრაფო დახმარების, ადგილობრივი უსაფრთხოებისა და დამხმარე ჯგუფების, მოხალისეებისა და საველე პერსონალის სულ 245 ათას 198 ადამიანი იმყოფება.
წარმოუდგენელია დახმარება პროცედურების გავლის გარეშე, წესები უნდა შესრულდეს, მაგრამ ყველა ევროპელი ლიდერი ამბობს ღიად, რომ უკრაინა, მოლდოვა და მოგვიანებით საქართველო იქნებიან ევროკავშირის წევრები და პროცესი ღიაა, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.