თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „კემპის“ მე-4 ნაკადის გამარჯვებულები ცნობილია. პირველი ადგილი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა - ანი მიქაძემ და მარიამ წოწონავამ, ასევე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა - ნიკა კოპალეიშვილმა, მეორე საპრიზო ადგილი კი, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა - დიანა ჩავლეიშვილმა, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა - ნიკოლოზ ჩიტაძემ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტმა - ნოდარ ხორავამ დაიკავეს. ჟიურის რჩეულ ორივე გუნდს, სპეციალური ჯილდო - თიბისის აქციები გადაეცათ.
კომპანია „მაკდონალდს საქართველო“ არ ღალატობს მთავარ ფასეულობას - დაუვიწყარი გახადოს რესტორანში სტუმრობა თითოეული მომხმარებლისთვის და დარჩეს სივრცედ, რომელიც ყველას გავაერთიანებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს 3 პირი, რომელთაგანაც ერთი დაკავებულია.
სემეკ-მა 15 მეგავატამდე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ახალი წესი დაამტკიცა.
"ვოლტის" კურიერები პროტესტს განაგრძობენ. მთავარი მოთხოვნა ღირსეული ანაზღაურებაა. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, კურიერებს მოლაპარაკებების დაწყება სურთ, რომელიც ყველა პარტნიორი კურიერის თანდასწრებით, კონსტრუქციულ და სამუშაო გარემოში უნდა გაიმართოს და მას ასევე უფლებადაცვითი ორგანიზაციები, იურისტები და სახალხო დამცველის წარმომადგენელი უნდა დაესწრონ.
კონკურენციის ეროვნული სააგენტო მომხმარებლისთვის ფასის საჯაროდ მითითების შესახებ განმარტებას აკეთებს.
„რატომ მიემგზავრება ბაიდენი მაინცდამაინც პოლონეთში? თუმცა ჩვენ ეს არ გვაღელვებს. სურვილი თუ აქვს, გადაეცით, ჩვენ მზად ვართ, მინსკში მივიღოთ და სერიოზულად ველაპარაკოთ."