ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო ლეტალობის მხრივ დაბალ მაჩვენებელზე რჩება. როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სიკვდილიანობის კოეფიციენტი ქვეყანაში 0.9%-ია.
2020 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 645.6 ათასით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.2 პროცენტით ნაკლებია,- ამის შესახებ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ საწარმოთა საქმიანობის შედეგებშია აღნიშნული.
მთავრობა რესტორნებს სესხის და ლიზინგის პროცენტს დაუსუბსიდირებს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
2 დეკემბერს სტუმარ-მასპინძლობის სექტორის საინიციატივო ჯგუფმა მთავრობის კანცელარიასთან პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც მთავრობას და პრემიერს სექტორის გადარჩენის 5 პუნქტიანი გეგმით მიმართა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მისი და გირჩის დანარჩენი ლიდერების (იაგო ხვიჩია, სანდრო რაქვიაშვილი, ვახო მეგრელიშვილი) გზები გაიყო და მათთან ერთად აღარ აპირებს გირჩის კეთებას.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს ფასილიტატორ ელჩებს შეხვდებიან. მათი განცხადებით, შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიები ელჩებს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებთან დაკავშირებით მათ საერთო პოზიციას გააცნობენ, რომელზეც საბოლოოდ „ლელოში“ გუშინ გამართულ შეხვედრაზე შეჯერდნენ.
მესმის, 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ესაა, რისი გაღებაც შეგვიძლია, იმიტომ, რომ უზარმაზარი ბიუჯეტი იხარჯება ანტიპანდემიური მიმართულებით,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
საქსტატის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ქორწინების ოქროს ბეჭედი 41.3 %-ით გაძვირდა.
მთავრობიდან წასული ნათია მეზვრიშვილი პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ის საუბრობს სამომავლო გეგმებზე.