ნაქერალას უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში არეალსის გუნდური ფინალის გამარჯვებულები დააჯილდოვა. გამარჯვებულებს, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, ჯილდოები გადასცა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილემ, ნიკლას კარლსონმა.
უკრაინაში რუსეთი უნდა დამარცხდეს, მაგრამ არ უნდა განადგურდეს, როგორც ეს ზოგიერთს სურს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
2008 წლის ომის შემდეგ, არ გვინახავს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, პირიქით, რუსეთთან ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა, რაც ძალიან ცუდი სიგნალი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
მიუნხენის უსაფრთხოებს კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე თემატურ დისკუსიაზე, პრემიერ ღარიბაშვილს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე მოუწია საუბარი. მას შეკითხვა მესამე პრეზიდენტს ჯანმრთელობის მდგომარეობასა და იმ კადრებზე დაუსვეს, რომელიც ბოლო დროს გავრცელდა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი ოდილ რენო ბასო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით საქართველოს ძლიერ ქმედებებს და გატარებულ ეფექტურ რეფორმებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ოლაფ შოლცს მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.