სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ზუგდიდში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობის ტენდერი, რომლის პროექტის ღირებულებაც 13 მილიონ ლარს შეადგენს. ინფორმაციის თანახმად, ის აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ გამოყოფილი კრედიტით ფინანსდება.
პროექტი “საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების” პროგრამის ფარგლებში შემუშავდა და მას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სპორტული კომპლექსი ბენდელიანის 35-ში უნდა აშენდეს, მისი ფართობი კი 7795 კვადრატული მეტრი უნდა იყოს.
სატენდერო პირობების მიხედვით, პრეტენდეტს მონაწილეობის მისაღებად 2019-2021 წლებში მინიმუმ 12 მილიონი ლარის შემოსავალი უნდა ჰქონდეს მიღებული.
ტენდერში წინადადებების წარდგენა 21 აპრილამდე არის შესაძლებელი.