უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამბედაობისთვის ბორის ნემცოვის პრემიის წლევანდელი ლაურეატი გახდა. ამის შესახებ „ბორის ნემცოვის ფონდი თავისუფლებისთვის“ იტყობინება.
საომარ ვითარებაში ფონდმა ჯილდოზე უკრაინელების წარდგენა გადაწყვიტა.
კანდიდატებს შორის იყვნენ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, ბენდ Okean Elzy-ის ლიდერი სვიატოსლავ ვაკარჩუკი, „მოხალისე მეომარ-მედიკოსთა დანაყოფის“ დამფუძნებელი იულია პაიევსკა, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ალექსი არესტოვიჩი და სხვები.