უკრანული მედიის ინფორმაციით, კონტრშეტევითი ოპერაციის ფარგლებში, უკრაინის არმიის სამხედროები უკვე ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკის გარეუბნებში იმყოფებიან. მედიის ცნობით, ამის შესახებ განცხადება ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გააკეთა.
„დეტალები არ იქნება, მაგრამ ჩვენი უკრაინის შეიარაღებული ძალები ლისიჩანსკის მიდამოებში არიან. რუსები პანიკაში არიან, ისინი მასობრივად ტოვებენ ტერიტორიას“, – თქვა სერგეი გაიდაიმ.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარები მთელი ღამის განმავლობაში კუპიანსკიდან და იზიუმიდან სტარობელსკის გავლით ლუგანსკის მიმართულებით მოძრაობდნენ.