უკრაინის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ უკრაინამ ყირიმი დიპლომატიური გზით დაიბრუნოს. Reuters-თან ინტერვიუში ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა შეძლებს მშვიდობიანად ცხოვრებას, როცა მთელ თავის მიწას დაიბრუნებს.
„არ არსებობს მეორე შანსი, უბრალოდ გამოსავალი არ არის, ტერიტორია უნდა იყოს დეოკუპირებული. ასე რომ, შეიძლება მოხდეს, რომ ყირიმი დიპლომატიური გზით დაბრუნდეს.
რა თქმა უნდა, უკრაინაში უფრო მეტად უჭერენ მხარს ამ საკითხის მოგვარების დიპლომატიურ გზას. როგორი ხალხი განიხილავს ამ კითხვას და როდის იქნება ეს, ახლა ვერ გეტყვით. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს ჩემი აზრია. უკრაინა შეძლებს მშვიდად იცხოვროს, როცა მთელ თავის მიწას დაიბრუნებს“. ამბობს ზელენსკი.