რუსეთმა "დრუჟბის" მილსადენით პოლონეთს ნავთობის მიწოდება შეუჩერა. ინფორმაციას პოლონური ნავთობგადამამუშავებელი კომპანია PKN Orlen-ის აღმასასრულებელი დირექტორი ავრცელებს.
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, პოლონეთისა და ლიეტუვის ხალხების სურვილები, არ ემთხვევა მათი ხელისუფლების ქმედებებს. ლუკაშენკო ამბობს, რომ პოლონელებსა და ლიეტუველებს "დიქტატურა სურთ".
ჩინეთის „სამშვიდობო გეგმა“ მხოლოდ რუსეთისთვის არის სასარგებლო. ჩინეთი რუსეთს თუ იარაღს მიაწვდის, ჩვენ ვუპასუხებთ, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ABC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ევროკავშირის წევრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი შეათანხმეს.
საქართველო იმ 141 ქვეყანას შორისაა, რომელმაც მხარი დაუჭირა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან.
ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინს კვლავ სურს კიევის ოკუპაცია, თუმცა მათი იდეები, მისია და იმედი მთელ უკრაინას ეხება, რომ დავკარგოთ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. თუმცა, ვფიქრობ, ყველამ გაიგო, რომ თუ არ შეუძლიათ დედაქალაქის ოკუპაცია, მათ არ შეუძლიათ უკრაინის ოკუპაცია“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატის წამოყენებას განიხილავს.
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა 39 მილიარდ დოლარამდე გაზარდეს. ასევე, ჯგუფი საერთაშორისო სავალუტო ფონდს მოუწოდებს, მარტის მიწურულამდე დააჩქარონ მუშაობა უკრაინის მხარდაჭერის პროგრამაზე.
რუსეთი დიდ ყურადღებას მიაქცევს ბირთვული ძალების გაძლიერებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
ტაჯიკეთში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.