ესპანეთის კუნძულ ტენერიფედან ხანძრის გამო ათასობით ადამიანია ევაკუირებული.
კანარის კუნძულების საგანგებო სამსახურის ცნობით, სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 26 ათასი ადამიანი.
ცეცხლის ჩაქრობას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი აფერხებს, ამიტომ ევაკუაციის პროცესი 20 აგვისტოსაც გაგრძელდება.
ამ დროისთვის დამწვარი ხუთი ათასი ჰექტარი.