უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას სჭირდება მეტი იარაღი, რათა დაამარცხოს რუსი "გოლიათი".
ევროპის ჩრდილოეთით ბირთვული იარაღით აღჭურვილი რუსული სამხედრო ხომალდები გამოჩნდნენ, - ინფორმაციის ამის შესახებ ნორვეგიის დაზვერვა ავრცელებს.
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 31 643-ს მიაღწია. ინფორმაციას კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყნის ჩრდილოეთში რიგით მეოთხე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს. ჰურონის ტბასთან, კანადის საზღვართან ახლოს, ობიექტის ჩამოგდების ბრძანება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასცა.
შვეიცარიის სიდიდით მეორე ბანკმა, „კრედიტ სუისმა“ რუსეთის 19 მილიარდი დოლარის აქტივები გაყინა.
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 28 000-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 24 617 ადამიანი, სირიაში კი 3 575, მათ შორის 2 167 ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. დაშავებულია ათობით ათასი ადამიანი.
თურქეთში შენობების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კუთხით არსებული შეკითხვების საქმეზე 12 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან კონტრაქტორები. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოელი აგენტების“ რეესტრი კიდევ რვა ადამიანით გააფართოვა და მასში მომღერალი ზემფირაც შეიყვანა.
მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალი ზალუჟნის ინფორმაცია, რუსული რაკეტების მიერ მოლდოვის საჰაერო სივრცის კვეთის შესახებ.