"საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ივნისში საქონლის ექსპორტი 25%-ით, იმპორტი კი 19%-ით გაიზარდა.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 18.7% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 12.7%-ია.
წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 18.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 12.7 პროცენტია.
ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია „ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან, დოკუმენტიდან, რომელიც შემუშავდა ექვსთვიანი რთული, მაგრამ ერთობლივი მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიის წინსვლისთვის აუცილებელ გზას, - ამის შესახებ განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
საფრანგეთში 9 აგვისტოდან შევა ძალაში ახალი კანონი, რომლის თანახმადაც ე.წ "ჯანმრთელობის ცნობა - Health pass" სავალდებულო იქნება კაფეში და რესტორანში შესასვლელად, თვითმფრინავით ან საქალაქთაშორისო მატარებლით მგზავრობისთვის.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონი ძალაში შევიდა, დედაქალაქის მერია კი კანონის აღსრულებისთვის საჭირო წესსა და პროცედურებს ამტკიცებს.
მართვის მოწმობის აღების წესში ცვლილებები შედის. შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შს მინისტრის მოადგილემ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე წარადგინა.
ჩვენ კვლავაც წარმოვჩინდით მსოფლიო რუკაზე, როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს უნიკალური ტრადიციები, ისტორია, ბუნება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც მსოფლიო ებრძვის პანდემიას და ტურიზმი განიცდის ყველაზე მეტ დარტყმას, ისეთი გადაწყვეტილებებით, როგორიც არის იუნესკოს მიერ საქართველოში ოთხი დაცული ტერიტორიის აღიარება, შევუქმნათ მომავალი ჩვენს ტურიზმს და შევქმნათ მისი ძალიან სწრაფი აღდგენის გარანტია“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ კოლხეთის ეროვნული პარკში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
ახალი ელექტრონული სისტემის მეშვეობით შემოსავლების სამსახურს შეუძლია 24-საათიან რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია მალფუჭებადი ტვირთების შესახებ და უზრუნველყოს მათი შეუფერხებელი გადაადგილება - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
პირველ 6 თვეში გვაქვს 12%-იანი ეკონომიკური ზრდა, რამაც მოგვცა საშუალება, რომ წელს არც ერთი ლარი სესხი არ აგვიღია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.