გარემოს დაცვის და სოფლის მეურმეობის მინისტრის, ლევან დავითაშილის განცხადებით, სასოფლო სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველებს, სექტემბრიდან შეეძლებათ განცხადებების სამინისტროში შეტანა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე ქვეყნის ჩაკეტვა და შეზღუდვები არ იგეგმება.როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, მათ სხვა გზა - პანდემიის მართვა აირჩიეს. პრემიერის განცხადებითვე, შეზღუდვები გამართლებული არ იქნება, ვინაიდან ეს ქვეყნის ეკონომიკას დააზიანებს.
ბულგარეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს ბულგარეთში შესვლა აეკრძალათ - ამის შესახებ ინფორმაციას ბულგარეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
"საქართველოს მთავრობის და ჩვენი სამინისტროს მიზანი რეგიონების მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარება და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაა, ამ მიზნის მისაღწევად კი მომდევნო 10 წლის განმავლობაში, სხვადსხვა სფეროში 31 მილიარდი ლარის ინვესტირება მოხდება", - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
"მომდევნო 10 წელიწადში რეგიონების და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 32 მლრდ ლარი დაიხარჯება", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარების 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციის დაწყებამდე განაცხადა.
პროდუქტი, რომლის დამზადებისათვის ბაზად ღვინო და დეალკოჰოლიზაციის გზით მიღებული ღვინოა გამოყენებული, სამართლებრივ რეგულირებას დაექვემდებარება - ამ მიზნით ცვლილებები შედის „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით - ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილა.
ვაქცინაციის თანხა დღეის მდგომარობით ბიუჯეტში გათვალისწინებულია 150 000 000 ლარზე მეტი. დაახლოებით 3 მილიონ 800 000 დოზა ვაქცინის შეძენაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.
დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, 2 190 განაცხადი დარეგისტრირდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მაკროეკონომიკური პროგნოზი განაახლა. IMF-ის მისიის ხელმძღვანელის, ჯეიმს ჯონის მიერ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ფონდი წელს საქათველოში 7.7%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.
"თუ დღიურად 20-30 ათას აცრაზე არ ავედით, ძალიან გაგვიჭირდება", - ამ სიტყვებით მიმართავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.