საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარება და კონკურენტუნარიანობის ზრდა იყო დღეს თბილისში გამართული სამმხრივი შეხვედრის მთავარი თემა.
სატრანსპორტო, ე.წ. შუა დერეფნის განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი დონის კოორდინაცია საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის, რათა ვიყოთ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანები, მოვიზიდოთ მეტი ტვირთი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ტვირთები კორიდორში დარჩეს ხანგრძლივი დროით. შესაბამისად, შევთავაზოთ უფრო უკეთესი პირობები ჩვენს კლიენტებს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კითხვა დაუსვეს საქართველოს გავლით ევროპისთვის ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებით.
საბერძნეთი, 12 წლის შემდეგ, ევროკავშირის გაძლიერებული ეკონომიკური ზედამხედველობის სისტემიდან გამოვიდა. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე” ავრცელებს.
გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამუშავების იდეას.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 188.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
გერმანია რუსულ ნავთობს ამერიკული ნავთობით ანაცვლებს. Reuters-ის ცნობით, აგვისტოში უკვე მეორედ, გერმანიის როსტოკის მიმართულებით ლუიზიანადან ამერიკული ნავთობით დატვირთული ტანკერი დაიძრა.
როგორც გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, ეს აუცილებელია, რათა კომპანიებმა რუსული ბუნებრივი აირის ჩანაცვლების საფასური დაფარონ და ენერგეტიკული ბაზრის კოლაფსი არ მოხდეს.
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის შეფასებით, საქართველოში პანდემიამდე რუსეთის უფრო მეტი მოქალაქე შემოდიოდა.