დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში რთველი დაიწყო - მომავალი კვირიდან კი რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა.
პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განაცხადებით, ზესტაფონი ისტორიულად უმნიშვნელოვანესი ქალაქია, სადაც წამყვანი დარგებია მეტალურგია, ელექტროენერგია, სოფლის მეურნეობა, საკვების წარმოება და ბოლო დროს უნდა დაემატოს ყავის ინდუსტრიაც.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის სესხის მიღებაზე უარის თქმას გაუგებარ ნაბიჯად მიიჩნევს.
როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, EU-ს 75 მლნ ევროს დახმარებასთან დაკავშირებით მთავრობის განცხადება სიურპრიზი იყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რიკოთის უღელტეხილზე ავტომაგისტრალის უბისა-შორაპანის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების გაცნობისას განაცხადა, რომ ეს „საუკუნის პროექტია“ და ის ევროპის მასშტაბით გამორჩეულია.
ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე, - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ჟულიენ კრამპმა განაცხადა.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყნის ეკონომიკა 9.9%-ით გაიზარდა, ხოლო 7 თვეში ზრდის ტემპმა 12.2% შეადგინა.
წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.9 პროცენტი შეადგინა.
ღვინის ეროვნული სააგენტო ხაზგასმით აცხადებს, რომ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს მევენახეებს არ მიეცათ სტიქიის შედეგად დაზიანებული მოსავლის დაბინავების შესაძლებლობა, არის აბსოლუტური სიცრუე, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი.