2023 წლის 10 მაისის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.35 მილიარდი ლარია. როგორც საპენსიოს სააგენტოდან Business Time-ს აცნობეს, წმინდა ამონაგები, კი 512.6 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 395 ათასი ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3,551 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 9,722,021.67 ლარს შეადგენს.