1-ლი სექტემბრიდან ძალაში შედის პროგრამა, რომელიც შეეხება იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირებას იმ ოჯახებისთვის, ვისაც ახალშობილი ეყოლებათ, ან იმ ოჯახებისთვის, ვისაც სამი ან მეტი შვილი ჰყავთ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.
სამწუხაროდ, გვიწევს აღნიშვნა, რომ გავრცელდა ზოგიერთი მედიასაშულების მიერ დეზინფორმაცია, თითქოს მოწეული მოსავლის დაბინავებას პრობლემა აქვს კახეთში, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
29 აგვისტოს მონაცემებით, სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანიამ“ 1200 ტონამდე სეტყვით დაზიანებული ყურძენი გადაამუშავა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
კახეთის რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში, უპრეცედეტოდ დიდი სტიქიის შედეგად, 5 000 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო სავარგული განადგურდა. მთავრობამ მოახდინა მყისიერი რეაგირება.
მევენახეები დაზიანებულ 1 კგ რქაწითელს 80 თეთრად და 1კგ საფერავს 1 ლარად ჩააბარებენ, ხოლო მათ ვისაც მოსავალი სრულად გაუნადგურდა, ერთჯერადი კონპენსაციის სახით 1 ჰექტარზე 3000 ლარს მიიღებენ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ვენახების საკადასტრო ამონაწერის მისაღებად, სარეგისტრაციო უბნები განთავსებულია ქალაქ საგარეჯოში და შემდეგ სოფლებში: კაკაბეთი, ბადიაური, ყანდაურა, თოხლიაური და მანავი. საჭიროების შემთხვევაში სარეგისტრაციო უბნების ლოკაციები გაფართოვდება.
მოახლოებული რთველის საორგანიზაციო საკითხები, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლამ და კახეთის რეგიონის რწმუნებულის მოადგილე, გივი მეტრეველმა, ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების სოფლების რწმუნებულებთან შეხვედრაზე განიხილეს.
მოახლოებული რთველის საორგანიზაციო საკითხების განხილვის მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ღვინის მწარმოებელებს შეხვდა.
საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება იზრდება, იზრდება ასევე მოხმარებაც.
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8% პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 22.1% შეადგინა.