საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებზე გავლენას არ იქონიებს. ამის შესახებ მინისტრმა სსფ-ის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხება სავაჭრო პოლიტიკას. სავაჭრო პოლიტიკა იმ ჩარჩოს ფარგლებში ხორციელდება, რაც არის საერთაშორისო დღის წესრიგით განსაზღვრული და ვერ დავაკავშირებ ამ გადაწყვეტილებას ვაჭრობასთან. ჩემი შეფასებით, მათი მხრიდან ვიზების გაუქმება და ფრენების აღდგენა სავაჭრო ურთიერთობებზე არსებით ზეგავლენას არ მოახდენს“, - განაცხადა მინისტმა.
აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხება სავაჭრო პოლიტიკას - ფინანსთა მინისტრი რუსეთთან უვიზო რეჟიმზე
284
|