მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5,3 მილიონი ბოთლი (0,75 ლ) ქართული ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს; ექსპორტით მიღებულია 11,6 მლნ აშშ დოლარი, ზრდამ 43%-ს მიაღწია.
ევროპაში შესაძლოა Facebook და Instagram გაითიშოს. კომპანია Meta-ს განცხადებით, იმის გამო, რომ მათ ვერ მიაღწიეს მონაცემთა გაზიარების ახალ შეთანხმებას, ევროპაში მისი პლატფორმების მუშაობა საფრთხის ქვეშაა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 6 თებერვლის ჩათვლით საქართველოდან 19.4 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 88.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონის 80% შეადგინა.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება განხორციელდება.
სისტემურ პრობლემებთან ადგილი არ გვაქვს, - ამის შესახებ სემეკ-ის სხდომაზე „თელასის“ კომერციული დირექტორის მოადგილემ, მიშა ანთაძემ განაცხადა.
2022 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა - ამის შესახებ, ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი აქვეყნებს.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი დააკავეს.
ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. შედეგად, კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში შეკრებილია ინფორმაცია 42 966 ჰა ვენახის, 35 336 მევენახის და 113 093 ნაკვეთის შესახებ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2021 წელს, ქართული ღვინო მსოფლიოს 12 ქვეყანაში, 80-ზე მეტ ღონისძიებაზე იყო წარდგენილი.