პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის და აღნიშნავს, რომ ახალი მიდგომით მთავრობა 4-5 წლის გასაკეთებელს 1 წელში გააკეთებს.
მივიღე გადაწყვეტილება, რომ „თელმიკოს“ მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორის და კანონიერების შესწავლის პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
1-ელი მარტიდან სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა იწყება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარში ექსპორტი წლიურად 47.6%-ით გაიზარდა 331.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2022 წლის იანვარში იმპორტი წლიურად 38.5%-ით არის გაზრდილი და 778.1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
„აისეტის“ (ISET) კვლევითი ინსტიტუტის ცნობით, ახალი წელი ხაჭაპურის ინდექსისთვის ისტორიული მაჩვენებლით დაიწყო. ინდექსის ზრდის ტენდენცია 2022 წლის იანვარშიც გაგრძელდა და 5.77 ლარს მიაღწია, რაც 1.8%-ით მაღალია 2021 წლის დეკემბერთან და 23.7%-ით მაღალი 2021 წლის იანვართან შედარებით.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახალი ინდიკატორის - სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის (Harmonised Index of Consumer Prices – HICP) გამოქვეყნებას იწყებს.
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. როგორც ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა, მას აქვს სურვილი, შეიცვალოს სფერო, სხვა ასპარეზზე მოსინჯოს ძალები, თუმცა არ დაუზუსტებია, სად გააგრძელებს საქმიანობას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე მას ჩაანაცვლებს ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრი.
მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. მას აღნიშნულ პოსტზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩაანაცვლებს.
სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველომ სომხეთს აუკრძალა “მაცუნ”-ის სახელწოდებით რძის ნაწარმის პროდუქციის საქართველოს გავლით რუსეთში ექსპორტი. ინფორმაციას სომხური გამოცემა armenpress ავრცელებს.