მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანის“ ესკალატორზე არსებული დაზიანება შეკეთდა და სადგურმა მგზავრთა მომსახურება განაახლა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში თბილისის მეტროპოლიტენის დანარჩენი სადგურები ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურებოდა მგზავრებს
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” ესკალატორზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო მცირე ხნით აჩერებდა მგზავრთა მიღებას.