
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 20-21 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება - დაწესდება დროებითი მარშრუტებიც.

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარედ გზის დაზიანებული მონაკვეთისა და საფეხმავლო ბილიკის გამაგრება მიმდინარეობს.

აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერიამ გამოაცხადა 2,5 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი სადგურის მოედანსა და ცოტნე დადიანის ქუჩებს შორის დამაკავშირებელი ესტაკადის პროექტირების მიზნით.

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ცნობით, დიდ დიღომში გაზმომარაგების ქსელის რეკონსტრუქციის გამო, ხვალ, 11 აპრილს, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, 3700 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება.

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

ვაკის რაიონში, უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, - ამის შესახებ დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერიამ გამოაცხადა ფასების საერთაშორისო გამოკითხვა დიდუბე-ვაკე-რუსთაველის მეტროს ახალი ხაზის მშენებლობისთვის.

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

საქართველოს ხელისუფლებამ ე.წ. დიფ სთეითზე საუბარი დაიწყო მაშინ, როდესაც ამას ვერავინ ბედავდა და გულწრფელად მქონდა მოლოდინი, რომ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია ამისთვის საქართველოს ხელისუფლებას მადლობას გადაუხდიდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ანალიტიკურ წერილზე საუბრისას განაცხადა.