თბილისის მერიას, საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა“ და ბრიტანულ საკონსულტაციო კომპანია Leisure Development Partners-ს (LDP) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილია.
თბილისის მერი, კახა კალაძე აბუ-დაბიში იმყოფება და შექმნილი მდგომარეობის გამო, ამ დროისთვის, საქართველოში ჩამოფრენას ვერ ახერხებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადება სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია და მიესალმება აღნიშნულ რეფორმას.
ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ გამოცხადებული ტენდერი 31 მარტს დასრულდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
2025 წლის დეკემბერში დედაქალაქში 4 495 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 12.7%-იან ზრდაზე მიანიშნებს, - ამის შესახებ აღნიშნულია „ქოლიერსის“ კვლევაში.
1-ელი მაისიდან, თბილისის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამას დაიწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
თბილისის ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, თბილისში განთავსებული ელექტრო ტაბლოები შეფერხებით მუშაობს.
2025 წლის დეკემბერში, თბილისში უძრავი ქონების ბაზრის მოცულობა წლიურად 17%-ით გაიზარდა და 384 მილიონ დოლარს მოაღწია.