ოქტომბერში თბილისში გასაყიდი ბინის საშუალო ფასი წლიურად 4%-ით 1 347 დოლარამდე გაიზარდა.
„თბილისი პარკინგის“ თანამშრომლების მიერ გამოწერილი ჯარიმებით 10 თვეში ბიუჯეტი 12.479 ლარით შეივსო. კერძოდ, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 12 479 169 ლარი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 14 703 767 ლარი.
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება, რის გამოც, 19 ნოემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
თბილისში ბინების გაყიდვები გაიზარდა. „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევით, სექტემბერში დედაქალაქში 4 011 ბინა გაიყიდა. ეს კი მაშინ, როცა 2024 წლის იმავე თვეში გაყიდვებმა 3 557 შეადგინა.
2025 წლის სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავების ფასი შემცირდა.
საბურთალოს რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს ამჯერად დიდ დიღომში, ფატმანის ქუჩაზე ახორციელებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
2026 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ 8 280 000 ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ სამგორის რაიონში არსებული ძველი საბაგირო გზის რეკონსტრუქცია/მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების ე.წ. Design-Build მეთოდით შესყიდვის მიზნით ბაზრის კვლევა გამოაცხადა.
მექნება შეხვედრები მოსახლეობასთან, უკვე თბილისის მერიაში 16:00 საათიდან 18:00 საათამდე, რაც მომცემს შესაძლებლობას პირისპირ გავესაუბრო თბილისელებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
თბილისში, 1-ელი ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით ცვლილებები განხორციელდება. კერძოდ, N306 მარშრუტზე ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ.