თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.
2025 წელს თბილისს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი ექნება. ევროპულმა ორგანიზაციამ ACES Europe-მა, რომლის კომისია საქართველოში იმყოფება, დღეს, სტატუსის მოსაპოვებლად გამართული პრეზენტაციის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
საბურთალოს რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი დასასვენებელი სივრცეების მოწყობა და უკვე არსებულის რეაბილიტაციაა. ამჯერად ინფრასტრუქტურული პროექტი ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის N12-17-ის მიმდებარედ დასრულდა.
„მე არანაირი შეტყობინება არ მომსვლია. ამ საკითხზე არ ვნერვიულობ და ნურც თქვენ ინერვიულებთ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან სანქციებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ვებგვერდი - ttc.com.ge გაუმჯობესებულ მომსახურებასთან ერთად, ახალი ფუნქციონალითა და დიზაინითაა წარმოდგენილი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსები მოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ხუდადოვის ტყეში გამწვანებისა და დასუფთავების აქცია გაიმართა.
„მზიურის პარკის“ მიმდებარედ, მდინარე ვერეს ნაპირსამაგრის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.
„თუ „ენჯეოები“ მართლა კეთილ საქმეს აკეთებენ და ბოროტი ზრახვები არ აქვთ, რა პრობლემაა დეკლარაციის შევსება და ფინანსების ჩვენება?“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, ტრადიციულად, დაგეგმილია საბავშვო-გასართობი ღონისძიებები.