ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე დასწრება მხოლოდ წინასწარი Pჩღ ტესტირების საფუძველზე იქნება დასაშვები. ეს და სხვა ცვლილებები, რომლებიც 19 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს, მთავრობის №322 დადგენილებაში შევიდა.
საქართველოს პარლამენტში დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. რიგგარეშე სესია საკანონმდებლო ორგანოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.
შესაძლებელია, რომ საათი არ უნდა დასახელებულიყო საიტის გახსნის და, შესაძლებელია, ეს უნდა ყოფილიყო თანდათან, მაგრამ, მეორე მხრივ, ამასაც ჰქონდა უარყოფითი მხარე, როცა არ სახელდება ზუსტად საათი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
საფრანგეთი არავაქცინირებული პირებისთვის ქვეყანაში შესვლაზე დაწესებულ შეზღუდვებს აძლიერებს, ვაქცინირებულებისთვის კი პირიქით - ამსუბუქებს. შესაბამისი განცხადება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა გააკეთა.
ორიოდე კვირის წინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც, სახელმწიფო მდივანიც მადლობას მიხდიდნენ პირადად მე რეგიონში გაწეული ლიდერობისთვის და იმ წარმატებული საქმეებისთვის, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ამერიკასთან ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
თქვენი კოლეგის სიკვდილით სპეკულირება ამორალურია, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებს. მისივე თქმით, მომხდარი ყველასთვის დიდი ტრაგედიაა, თუმცა ამით მანიპულირება არასწორია.
თითოეულმა პატიოსანმა მოქალაქემ უნდა გავიაზროთ, რომ რუსეთთან ჰიბრიდული ომის მწვავე ფაზაში ვართ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საკუთარ სოციალურ გვერდზე დაწერა.
მედიასაშუალებების ორგანიზებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია შაბათს, 17 ივლისს გაიმართება.
ამერიკის შეერთებული შტატები სტიქიას ამ დრომდე უშედეგოდ ებრძვის. ქვეყანაში ვერ ახერხებენ ძლიერი ხანძრის კერების ლოკალიზებას.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა საქართველოში ნაჩქარევად მოხდა.