ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმისთვის, რომ 16-დან 18 წლამდე პირებმა „ფაიზერით“ ვაქცინაცია შეძლონ, მშობლის, ან მეურვის თანხმობა იქნება საჭირო.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის - „ფაიზერის“ პირველი დოზით აცრის მსურველებს რეგისტრაციის გავლა დღეიდან არის შესაძლებელი.
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიურ ვითარებას უკვე შეიძლება მეოთხე ტალღის სტატუსი მიენიჭოს.
ანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვაზე - რამდენად შესაძლებელია საწოლფონდის მობილიზების პროგნოზირება, უპასუხა, რომ ინფიცირების ნახტომისებური მატების პერიოდში ეს შეუძლებელია.
თბილისში, ყირიმ-კონგოს ცხელებით 49 წლის ქალი გარდაიცვალა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც არსებულ რთულ ეპიდსიტუაციაზე საუბრობს.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სია გაფართოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს მასშტაბით პანდემიის დროს არსებულ შეზღუდვებზე ისაუბრა.
"ვაქცინაციის გააქტიურებისთვის სხვადასხვა წამახალისებელ ღონისძიებაზე მიდის საუბარი, მათ შორის ლატარიაზე", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინის მომდევნო რეგისტრაციის შეუფერხებლად ჩასატარებლად სამინისტრომ რამდენიმე უწყებასთან ერთად იმუშავა, საიტი გამართა და წინა რეგისტრაციისას არსებული პრობლემები აღმოფხვრა.