დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფრომაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 6 817 ადამიანი აიცრა.
მათივე ცნობით, 12 ოქტომბრის მონაცემებით, ჯამში სულ ქვეყანაში 1 881 662 აცრაა ჩატარებული.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 640 358-ს.