
შინაგან საქმეთა სამინისტრო, გუმათში შეკრებილ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონის მოთხოვნები დაიცვან და სიმშვიდე შეინარჩუნონ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ გუმათში პოლიციასა და „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა დაპირისპირების დროს 8 პირი დააკავეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამით ინფიცირებული ხუთი პირიდან 2 საქართველოს მოქალაქეა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, „სინოვაკით“ აცრილებისთვის რევაქცინირება შესაძლებელია 21-ე და 28-ე დღეს.

პიკმა გადაიარა, მაგრამ ჯერჯერობით მესამე ტალღა დაძლეული არ არის - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ზაფხულში ეკონომიკა გაიხსნას და ადამიანები ზაფხულის პერიოდში ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოფს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ SARS-CoV-2-ის ინდური შტამის გამოვლენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ - გვერდზე, დღეს, 10:10 საათის მდგომარეობით, 105 300 მსურველია დარეგისტრირებული. მოქალაქეებს რეგისტრაციისას მაქსიმუმ სამი ვაქცინის არჩევის უფლება აქვთ.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ მზადყოფნა გამოხატა, რომ საქართველოს ვაქცინები გაუზიაროს. მისი თქმით, პოლონეთი ვაქცინების დაპირებულ დოზებს ახლა იღებს და აქედან გამომდინარე, უკვე შესაძლებლობა ექნება, რომ მათი ნაწილი ქართულ მხარესაც გადასცეს.

"რიონის ხეობის მცველების" აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი არ გამორიცხავს პოლიციასთან დაპირისპირებასაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა, სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.