განათლების სამინისტრო მასწავლებლებსა და სკოლის მოსწავლეთა მშობლებს ვაქცინაციაში ჩართვისაკენ მოუწოდებს. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რომ კოვიდ-19-ის გავრცელების გამო დისტანციური სწავლების რეჟიმზე 7 სკოლა და 90 ცალკეული კლასი გადავიდა.
„2020-2021 სასწავლო წელს სწორედ სკოლებმა კოვიდი ჯანდაცვის რეკომენდაციებისა და მათი მხრიდან დაწესებული რეგულაციების შესაბამისად მართეს და საქართველოს მასშტაბით არცერთ სკოლაში შიდა გავრცელების შემთხვევა არ ყოფილა.
ჩვენთვის მთავარია დავიცვათ ბავშვების ჯანმრთელობა. ამისათვის, კიდევ ერთხელ ვთხოვთ სრულიად სასკოლო საზოგადოებას - მასწავლებლებს და მშობლებს, ჩაერთეთ ვაქცინაციაში. მხოლოდ მასწვლებლების აცრა არ არის საკმარისი ბავშვის ჯანმრთლობის გასაფრთხილებლად, მას ოჯახში ჯანსაღი გარემო უნდა ჰქონდეს“, - აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, სკოლებში დასწრებული სწავლება ერთი კვირაა რაც განახლდა.