
საქართველოს პრემიერ - მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დღეს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ახალგაზრდა პატრიოტის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 5 წლის თავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

ინდოეთის მდინარე განგიში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ასობით გვამი წყალში, ან ნაპირებთან ქვიშაში ჩაფლული იპოვეს.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 06:19 საათზესაქართველოში მიწისძვრა მოხდა.

უკრაინის პარლამენტმა ჯანდაცვის მინისტრი მაქსიმ სტეპანოვი ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაკლებობის გამო თანამდებობიდან გადააყენა.

"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ შეთავაზების შემთხვევაში თანახმაა იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი თბილისის მერობის თანამდებობაზე.

ისრაელის სამხედრო ძალები ღაზას სექტორში „ჰამასის“ მიწისქვეშა გვირაბების ქსელის ინტენსიური დაბომბვებისთვის ემზადება - წერს BBC.

19 მაისიდან საქართველოს კინოთეატრებში, ამერიკულ პრემიერამდე ერთი თვით ადრე ფილმის „ფორსაჟი 9" პრემიერა გაიმართება.

ჯანმოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევის მიხედვით, იმ პირებში, რომლებიც კვირაში 55 საათზე მეტს მუშაობენ, ინსულტის რისკი 35%-ით არის მომატებული, ხოლო გულის იშემიური დაავადებების შედეგად გარდაცვალების საფრთხე 17%-ით მეტია.

ინდოეთის შტატ გუჯარათს უახლოვდება საათში 160 კილომეტრი სიჩქარით მოძრავი ციკლონი „თაუქთაი“, რომელიც 1998 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი შტორმია რეგიონში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, "112" -ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, პეკინის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. მისამართზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი მე-5 სართულზე გაჩნდა, რამაც ხანძრის ზედა სართულებზე გავრცელება გამოიწვია.