Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 33 002 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1026 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 381 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.11 %
ჩვენთანაც ცვლილება შევა „ფაიზერის“ შემოსვლის დროს და 16 წლიდან ზემოთ მოსახლეობა აიცრება - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მას შემდეგ რაც საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა, 16 წლიდან ზემოთ მოსახლეობა აიცრება.
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ოქროს საწმისის ორდენით" დააჯილდოვა.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე "ღამის კურიერში" აცხადებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მერის არჩევნებზე "ქართული ოცნების" კანდიდატს დაუჭერს მხარს.
„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა უკვე საქართველოშია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ისრაელმა ღაზას სექტორში რადიკალური მოძრაობა "ჰამასის" იარაღის ქარხანა დაბომბა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის უწყება ავრცელებს.
გურჯაანში 3 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გამოვარდა. მიღებული დაზიანებებით ბავშვი თავდაპირველად გურჯაანის სავადმყოფოში მოათავსეს.
ევროკავშირმა კოვიდ - პასპორტების გაცემა დაიწყო. აღნიშნული დოკუმენტი აცრილ მოქალაქებს აძლევს შესაძლებლობას იმოგზაურონ თავისუფლად ევროკავშირის ტერიტორიაზე კარანტინის და კოვიდ-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის გარეშე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციამ ჯამში 20 პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას 1-ელ ივლისს დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება.