გოგელიას კლინიკაში მისული მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად c ვიტამინი გაუკეთეს.
როგორც ისინი აღნიშნავენ, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში მათ თანხა გადახდილი ჰქონდათ.
როგორც ერთ-ერთი მოქალაქე „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, კლინიკაში აცრა გაუკეთეს ბავშვსაც და ონკოლოგიურ პაციენტესაც. მისი ინფორმაციით, დაახლოებით 35 პირს გაუკეთეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად ც ვიტამინი. როგორც ისინი „ინტერპრესნიუსთან" აღნიშნავენ, ადგილზე იმყოფებოდა კრიმინალური პოლიციაც.
როგორც კლინიკასთან მყოფი მოქალაქეები აღნიშნავენ, პოლიციამ გამოკითხვაზე რამდენიმე პირი გადაიყვანა.
წყარო: IPN