დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ გარკვეული პროფესიული ჯგუფებისათვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს. ამის შესახებ მან რადიო მაესტროს „სატელეფონო ინტერვიუში“ ჩართვისას განაცხადა.
"პირადად ჩემი და ჩვენი ცენტრის პოზიცია ყოველთვის იყო და ახლაც არის ის, რომ გარკვეული პროფესიული ჯგუფებისათვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს. ჩვენი რეკომენდაცია ყოველთვის იყო ის, რომ გარკვეული პროფესიული ჯგუფებისათვის სავალდებულო ყოფილიყო ვაქცინაცია, თუმცა, რა თქმა უნდა ეს მსჯელობის საგანია. აქ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ საერთაშორისო გამოცდილებაც, ამერიკიდან , ევროპის ქვეყნებიდან და ჩემი აზრით, ეს ეტაპი აუცილებლად დაგვიდგება ჩვენც."- განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, ასევე , ძალიან ბევრი ადამიანი თვლის, რომ გარკვეული რეგულაციები უნდა დაწესდეს, იმისთვის, რომ მეტი ადამიანი აიცრას. ეს არის ჩვეულებრივი მიდგომა ევროპულ, აზირუ ქვეყნებში.
შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, საიმედო პროგნოზი არ არის და ხისტი გადაწყვეტილებებია საჭირო. მისივე თქმით, საკოოდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გაიცა დავალება, რომ გარკვეული გადაწყვეტილებების თაობაზე პაკეტი მომზადდეს.